საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში | Property Georgia

საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში

USAID/Georgia- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო /National Agency of State Property/ პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს - ქუთაისში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ჰიბრიდული ფორმატის ღონისძიებაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, უცხოელი ინვესტორებმაც მიიღეს დისკუსიაში მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანი იყო საკომუნიკაციო პროცესის დაწყება ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის, პრივატიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობის მხარდასაჭერად.

პრეზენტაციის ფარგლებში, პარტნიორმა ორგანიზაცია Cushman & Wakefield მოახდინა ქუთაისში ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხნის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის პრეზენტაცია, მათ შორის ბიზნეს გეგმის, ფინანსური მოდელის და მისი განვითარების არქიტექტურული რენდერის წარდგენა. აღნიშნული უძრავი ქონება გამორჩეულია თავისი საინვესტიციო პოტენციალით და მიმზიდველობით.

პრეზენტაციის ფარგლებში, ფართო აუდიტორიისთვის და სხვადასხვა მასშტაბის ინვესტორებისთვის რეგიონის შესაძლებლობების და პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, ასევე მოხდა ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებულ 25 საინვესტიციოდ მიმზიდველ სახელმწიფო ქონების დეტალური წარდგენაც.

საინვესტიციო შესაძლებლობები  ქუთაისში  -  Catalog   Conceptual Master Plan by Cushman & Wakefield

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: