დიგიტალიზაციის გზაზე ანაგი მშენებლობასა და ხარისხის მართვაში PlanRadar-ის პლატფორმას ნერგავს | Property Georgia

დიგიტალიზაციის გზაზე ანაგი მშენებლობასა და ხარისხის მართვაში PlanRadar-ის პლატფორმას ნერგავს

კომპანია „ანაგმა“ დანერგა PlanRadar-ის ციფრული გადაწყვეტილებები სამშენებლო პროექტების მართვისა და სამუშაოების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

„ანაგი“ არის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა საქართველოში 1989 წელს და ძალიან მალე, გახდა ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი. „ანაგისძირითადი საქმიანობა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაა - ამ სფეროში სამუშაოების სრული სპექტრის ჩათვლით.

ამ დროისთვისანაგი“, PlanRadar-ის ტექნოლოგიებს საქართველოს ორ რეგიონში მიმდინარე 3 პროექტში იყენებს, ხოლო სამომავლოდ, იგეგმება ამ პროგრამული უზრუნველყოფის, კომპანიის ყველა პროექტში ინტეგრირება, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული აპლიკაცია, საშუალებას აძლევს თავის მომხმარებელს, შეამციროს ის დრო, რომელიც დავალებების და ამოცანების დასახვასა თუ კონტროლში იხარჯება. აუბჯობესებს  განხორციელებული პროცესების ანალიტიკას, სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ამოცანების კონტროლის ოპტიმიზაციას და შესაბამისად უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

PlanRadar-ი წარმოადგენს არა მხოლოდ მობილურ გადაწყვეტილებას სამშენებლო სამუშაოების  და ხარისხის კონტროლისთვის, იქნება ეს ობიექტის მშენებლობის თუ ექსპლუატაციის დროს, არამედ, აპლიკაციის ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს კომპანიებს მოემზადონ ინსპექტირებისთვის, აკონტროლონ სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოების ხარისხი, ასევე განახორციელონ უძრავი ქონების ყოველდღიური მართვა, მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ანაგში ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მშენებლობის პერიოდი, ხოლო PlanRadar-ის მარტივი, მობილური გადაწყვეტილება გვეხმარება იმაში, რომ დავზოგოთ დოკუმენტ კონტროლისა თუ ზოგადად მენეჯმენტისთვის განკუთვნილი დრო და შესაბამისად მოვახდინოთ ყველა მართვის პროცესის ოპტიმიზაცია - დასახული ამოცანებითა თუ დავავლებებით დაწყებული,  ყველა სამშენებლო ობიექტის, პროგრესის სტატისტიკის თვალყურის დევნებამდე. სწორედ ეს მიდგომა გვეხმარება, ვიმუშაოთ მაქსიმალურად ეფექტურად “, - აღნიშნა ანაგის სპიკერმა.

"ყველა ბიზნეს-პროცესის ხარისხის მართვისთვის, კომპანიების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვაა. ჩენი მხრიდან, მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ მსოფლიო დონის გამოცდილება, რომელიც დანერგილია PlanRadar-ის მობილურ გადაწყვეტილებაში. მისი დანერგვისა და გამოყენების მარტივი პროცესი, ისევე როგორც პარამეტრების მოქნილობა, ხელს უწყობს აპლიკაციის გამოყენებას დავალებების ფართო სპექტრისთვის, რაც საშუალებას აძლევს „ანაგს“ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ყოველდღიური საკითხების გადაჭრისას“, - განაცხადა ავთანდილ მეკუდიშვილმა, PlanRadar-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში.

PlanRadar

PlanRadar არის საერთაშორისო IT კომპანია და სამშენებლო და უძრავი ქონების პროექტების მართვისთვის SaaS პლატფორმის დეველოპერია. ის დაარსდა ავსტრიაში 2013 წელს.  2022 წლის დასაწყისიდან კომპანიას ოფისები აქვს ევროპასა და რუსეთში. PlanRadar-ის მრავალეროვნული გუნდი შედგება 400-ზე მეტი თანამშრომლისგან და ემსახურება 120000+ მომხმარებელს მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში.

https://www.planradar.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: