კერძო სახლი - ბინის ფასად: "მგზავრების უბანი საგურამოში“ | Property Georgia

კერძო სახლი - ბინის ფასად: "მგზავრების უბანი საგურამოში“

ყველას კარგად გვახსოვს, პანდემიის პერიოდში დაწესებულმა შეზღუდვებმა, თუ რა მასშტაბური მოთხოვნა გააჩინა ღია სივრცეებზე, ასევე სივრცეებზე, რომელიც დისტანციურად მომუშავე ადამიანების კომფორტულად მუშაობისთვის იყო საჭირო. თუმცა, ამასთან, ზოგადად დღევანდელი მსოფლიო ტენდენცია და მათ შორის საქართველოსიც არის ის, რომ მიმზიდველი გახდა სიმშვიდეში და ბუნებაში ცხოვრება - საცობების გარეშე, ჯანსაღ გარემოში და ამავდროულად დედაქალაქთან ახლოს, რამაც თავის მხრივ კერძო სახლებისა და მიწების მიმართ მზარდი ინტერესი გამოიწვია. მართლაც, ჯერ კიდევ გასულ წელს მშენებელთა ასოციაცია აცხადებდა, რომ კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა გასამმაგებული იყო. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებელს შეეცვალა პრეფერენციები და დეველოპერებიც სწორედ ამ ახალ მოთხოვნებზე გადაეწყვნენ.

დღესდღეობით, ფასები დედაქალაქთან ახლოს მდებარე ნაკვეთებზე მზარდია. შეთავაზებებიც უფრო და უფრო ლიმიტირებული ხდება. ხშირ შემთხვევაში, კერძო სახლის ყიდვა და ინვესტიციის გაღება, უმეტესად კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და ერთ-ერთი ასეთი პროექტია -"მგზავრების უბანი საგურამოში“, რომელიც დაინტერესებულ მომხარებელს აძლევს შანსს, ხელსაყრელი პირობებით, ფაქტობრივად ბინის ფასად, შეიძინოს კერძო სახლი, თბილისთან ახლოს და რაც მთავარია, გარდა ამ მომხიბვლელი შეთავაზებისა, პროექტის ყველაზე დიდი სიკეთე, გამორჩეული ინფრასტრუქტურაცაა.

უფრო დეტალურად, რომ გიამბოთ, ეს გახლავთ ელიტარული, დახურული კომპლექსის ტიპის ინფრასტრუქტურის მქონე უბანი, რომელიც 5 ჰექტარზეგანთავსებული. პროექტი აერთიანებს 2 აუზს (ბავშვებისთვის და უფროსებისთვის), ტენისის კორტებს, ფეხბურთის მოედანს, რეკრეაციულ ზონას, საბავშვო კუთხეს, მინიმარკეტს, კაფე-რესტორანსა და პარკინგის ზონებს.

"მგზავრების უბანი საგურამოში", გათვლილია მათზე ვინც ეძებს როგორც საცხოვრებელ, ასევე სააგარაკე სახლებს და ასევე მათთვისაც, ვინც ყიდულობს უძრავ ქონებას, ინვესტიციის მიზნით. კომპლექსის ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ დაკმაყოფილდეს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი.

გარდა გამორჩეული ინფრასტრუქტურისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მთავარი უპირატესობა, რაც ასევე გამოარჩევს მას, არის ხელმისაწვდომობა და გადახდის მოქნილი პირობები. ,,მგზავრების“ ახალ პროექტში  კერძო სახლების ღირებულება საშუალოდ იგივეა, რაც თბილისის ნებისმიერი გარეუბნის იმავე ფართის ბინის ღირებულება. ეს ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ მოჰყვება კერძო გამწვანებული ეზო, 2 საპარკინგე ადგილი და მილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციები სრულად მიყვანილია და პირველი ეტაპის 20 სახლი უკვე შავი კარკასის მდგომარეობით არის აშენებული, ასევე  დაწყებულია კომპლექსის გამწვანება და ქუჩების მოწესრიგება. პროექტის პირველი ნაწილის დასრულება იგეგმება 2023 წლის მაისში, ხოლო სრულად დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე.

 კომპანიამგზავრებისძირითადი მიმართულებაა განავითარონ აქამდე დაუსახლებელი ადგილები, მაგალითად, როგორიც იყო 15 წლის წინ,  „მგზავრების უბანი ბაკურიანში“,  გონიოს ლოკაცია და სხვა. "მგზავრების უბანი საგურამოში" იგივე მიმართულების პროექტია, რაშიც ერთი მხრივ არის მისი დიდი სირთულეც - იქნება ეს ნაკვეთის და ზონის განვითარება, კომუნიკაციებით დაწყებული, კომპლექსთან მიმავალი გზით დამთავრებული - და მეორე მხრივმგზავრებისმოტივაციის წყაროც, რომ ნულიდან დაწყებული პროექტი, უახლოეს მომავალში გახდეს ცენტრალური ადგილი და განხორციელებული მასშტაბური იდეა, მაგალითი, რომელსაც სხვებიც მიბაძავენ, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას მოემსახურება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: