აქსის თაუერსის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ ჭოხონელიძე FIABCI-Georiga Prix d’ Excellence დაჯილდოების შესახებ | Property Georgia

აქსის თაუერსის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ ჭოხონელიძე FIABCI-Georiga Prix d’ Excellence დაჯილდოების შესახებ

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო FIABCI Georgia-ს და ჟიურის წევრებს აღიარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ გვერგო უძრავი ქონების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი, საერთაშორისო ჯილდო. ჩვენთვის ეს იქნება დამატებითი სტიმული ახალი პროექტების განხორციელებისთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს და აქსისის გუნდს:  იდეის ავტორს და დეველოპერს, არქიტექტორებს, მშენებლებს, კონსტრუქტორებს და ინჟინრებს, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს-პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ ყველა პირს.

მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ მრავალფუნქციური კომპლექსის და საოფისე ფართების კატეგორიებში. პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, შეგვექმნა მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც აერთიანებს საოფისე და კომერციულ მიმართულებებს, ხუთვარსკლავიან პულმანის სასტუმროს, რესტორნების ქუჩას, საცხოვრებელ სივრცეს, ფიტნეს ცენტრს და აუზს. აღნიშნული კონცეფციით პროექტმა ხელი შეუწყო თბილისის ისტორიული ცენტრის გაგრძელებას ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, დამატებით შემატა ქალაქის ამ ნაწილს ბიზნესის და ბიზნეს ტურიზმის ფუნქცია.

ვულოცავ დაჯილდოებას ყველა გამარჯვებულს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ იდეის და პროექტის ესოდენ მაღალი შეფასებისთვის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: