სილქ დეველოპმენტმა დაასრულა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური პარკის მშენებლობა, რომლის დიზაინი ლანდშაპტის არქიტექტურის დანიურმა კომპანიამ MASU Planning შეიმუშავა.
განაშენიანების პროცესში შენარჩუნდა ადგილზე არსებული ყველა ხე და მცენარე, დაირგო 210-ზე მეტი სახეობის 600-მდე ხე, 63,000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე, რომელიც დროთა განმავლობაში ბათუმის გულში ახალ მწვანე ეკოსისტემად ჩამოყალიბდება. პარკის ინფრასტრუქტურა მოიცავს პადელის ორ კორტს, მინი ფეხბურთის მოედანს, გასართობ ზონებს, კომფორტულ დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველო-ბილიკებს.
ახალი პარკი მასშტაბური პროექტის Silk Towers-ის საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტზე იაპონური არქიტექტურული კომპანია Kengo Kuma and Associates მუშაობს. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს აპარტამენტებს, უმაღლესი კლასის სასტუმროს, ღონისძიებების სივრცეებს, კომერციულ ზონებს, კაფე-რესტორნებს, იახტ კლუბსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს.
პროექტის საინვესტიციო ჯამური ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.