OLD CITY PANORAMA | Property Georgia

OLD CITY PANORAMA

ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდგომარეობა:მწვანე კარკასი
მდებარეობა:ბუხაიძის ქუჩა 44 გ
დაწყების თარიღი:2020
დასრულების ვადა:2022
ფასი:
$
1,710-დან
ფასის ცვლილება:N/A

კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“ 2019 წელს დაარსდა, ბაზარზე ადგილი მარტივად დაიმკვირდა და  2020 წლიდან ახალი პროექტის Old City Panorama-ს მშენებლობა დაიწყო თბილისის ისტორიულ ცენტრში, კერძოდ, ბუხაიძის ქუჩაზე. კომპლექსი მოიცავს სამ შენობას და სულ 8 სართულიანია. ჩვენი მიზანია ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე შევძნოთ და ძველი ავარიული შენობები ჩავანაცვლოთ ახლით, შესაბამისად, პროექტის ექსტერიერის დიზაინი იდეალურად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და ამავდროულად თანამედროვე იერსახეს სძენს მას.  

მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით,  ჩვენი სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის გუნდისთვის თითოეული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი უმნიშვნელოვანესია,  შესაბამისად ვითვალისწინებთ მომხმარბლის სურვილებსა და ინტერესებს, ვირჩევთ დახვეწილ  ექსტერიერს, ეფექტურ შიდა დაგეგმარებასა და რაც მთავარია, საუკეთესო ადგილმდებარეობას.

OLD CITY PANORAMA-ს  პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი კომპლექსი მოიცავს აუზს, სპას, ფიტნეს დარბაზს და კაფე-რესტორნებს.  მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, როგორებიცაა რუმ-სერვისი, გაქირავების სერვისი, დაცვა 24/7.  გარდა ამისა, სპეციალურად ემიგრანტებისთვის შევქმენით დამატებით, დისტანციური სერვისები, რაც უცხო ქვეყნიდან  ბინის შეძენის პროცესს  უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

OLD CITY PNAORAMA-ში აპარტამენტების კვადრატულობა იწყება 39 კვ.მ-დან და მაქსიმალური კი 400კვ.მ დუპლექსია საკუთარი აუზით. მშენებლობა სრულდება 2022 წლის აგვისტოში და ბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, თუმცა სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებს ვთავაზობთ აპარტამენტებს სრული რემონტით. აღსანიშნავია, რომ პროექტი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში და ძალიან ახლოს არის ისეთ ტურისტულ ლოკაციებთან, როგორებიცაა ნარიყალა, რიყე, სამება, თავისუფლების მოედანი, ახალი აღმაშენებელი თუ სხვა.

 

propertygeorgia.ge

 

ID: 719516
საკონტაქტო ინფორმაცია
2021.06.23
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

მდებარეობა

Loading...

სხვა დეველოპერული პროექტები

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: