STEPS | Property Georgia

STEPS

დეველოპერი:პრემიუმ ჯგუფი
ქონების ტიპი: მრავალფუნქციური
მდგომარეობა:თეთრი კარკასი
მდებარეობა: ბათუმი, გ. ლორქიფანიძის ქ. 2ბ
დაწყების თარიღი:2018
დასრულების ვადა:2022
ფასი:
$
1,080-დან
ფასის ცვლილება:N/A

სპეციფიკაციები:

ენერგოეფექტური
პარკინგი

STEPS - ელიტარული, შავი ზღვის სანაპიროზე, მდებარე საინვესტიციო პროექტია ბათუმში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა დასამომავლო პერსპექტივების სიმბოლოა. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი პროექტი STEPS-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს:

  • 5* სასტუმროს - “STEPS BATUMI” რომელიც Preferred Hotels and Resorts შვილობილია;

  • საინვესტიციო აპარტამენტებს;

  • სასტუმროს სრულ მომსახურებას (მიმღები, ლობი, სპა, ფიტნესი, რესტორნები, გარე კაფეები, ღია აუზი);

  • ბიზნეს ცენტრს;

  • საკუთარი ბოტანიკური ბაღს- მესამე საერთულზე განთავსებული რეკრეაციული ზონა ბათუმaის ბოტანიკური ბაღის მინიატურულ ვერსიას წარმოადგენს. საფეხმავლო ბილიკები, აუზი, ღია კაფეები, ლაუნჯ-ზონები, დეკორატიული მცენარეები და ფანჩატურები დაუვიწყარ გარემოს ქმნიან, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.

  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები: კვამლის დეტექტორები საერთო სივრცეებსა და აპარტამენტებში, ავტონომიური ლიფტები ელექტროენერგიის წყვეტის შემთხვევაში და უსაფრთხო ოთახები ჟანგბადის ავტომატური მიწოდებით.

  • საერთაშორისო მმართველი კომპანიას - ინვესტიციის წლიური უკუგება - 10 %-დან.

კომპლექსი ფუნქციურად 27 სართულზეა განლაგებული, რომელიც აერთიანებს 550 აპარტამენტს ზღვის, მთის და ქალაქის ხედებით.

აპარტამენტების ფართო არჩევანი (თეთრი კარკასის და სრელი რემონტის კონდიციით) 24 კვადრატული მეტრიდან 124 მ2 – მდე. მათ შორისაა: სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი, ტრაპეცია და პანორამული აპარტამენტები.

ამ ეტაპზე დასრულებულია მონოლითური კარკასის კონსტრუქციის მშენებლობა და შიდა აპარტამენტების გამყოფი ტიხრების ამოყვანა. მიმდინარეობს ფასადის და შიდა სამუშაოები. მშენებლობის მსვლელობა ლაივ რეჟიმში იხილეთ ბმულზე: https://premiumgroup.ge/ru/camera.
მშენებლობის დასრულების ვადა - 12.2022 წელი

სპეციფიკაციები:

  • ენერგოეფექტური
  • 4 დონიანი პარკინგი
  • საყოფაცხოვრებო სერვისი
  • ბოტანიკური ბაღი
  • ბიზნეს ცენტრი
  • სპა-სარელაქსაციო სივრცე

 

„PREFERRED HOTELS AND RESORTS“ ეს არის ამერიკული სასტუმრო ბრენდი, რომლის საკოლექციო ხაზი Lifestyle-ით ელიტარულ საინვესტიციო კომპლექსს STEPS-ში განთავსდება. „PREFERRED HOTELS AND RESORTS“ აერთიანებს 700 უნიკალურ კომპლექსს, რეზორტს, საცხოვრებელ და სასტუმროს გაერთიანებებს მსოფლიოს 85 ქვეყანაში. 

გადახდის მოქნილი პირობა:


1. ჩვენ გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას 2023 წლის დეკემბრამდე. პირველადი შენატანი აპარტამენტის ღირებულების 20% განვადების გადახდის განხორციელება შესაძლებელია ყოველთვიურად ან კვარტალურად.
2. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
3. საბანკო განვადება 10 წლამდე ვადით - სს „თიბისი ბანკში“ წლიური 6.5% პროცენტიდან. პირველადი შენატანი 30%. დამატებითი შემოსავლების დადასტურების გარეშე.

propertygeorgia.ge

ID: 504054
საკონტაქტო ინფორმაცია
2022.06.16
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

სხვა დეველოპერული პროექტები